ცენტრის შესახებ
„რამიშვილის სამედიცინო ცენტრი“ დაარსდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლევან რამიშვილის მიერ 2024 წელს. კლინიკაში მომსვლელ პაციენტებს ეძლევათ შესაძლებლობა პროფესიონალი ექიმებისა და მედპერსონალის ძალისხმევით მიიღონ მაღალი დონის კვალიფიციური მომსახურება: ექიმების კონსულტაცია, ექოსკოპიური, ლაბორატორიული და სხვა სახის კვლევები. აღსანიშნავია, რომ კლინიკის გახსნის ცერემონიაზე მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა პროფესორებმა თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, ალბანეთიდან და სერბიიდან. აღნიშნული ექიმები მომავალშიც გააგრძელებენ კლინიკასთან მჭიდრო თანამშრომლობას კონსულტაციებისა და ერთობლივი კონსილიუმების სახით.
ცენტრის უპირატესობებია: მაღალკვალიფიციური კადრები, მეგობრული გარემო, ყველა საჭირო გამოკვლევის ერთ სივრცეში, უმოკლეს დროში, ჩატარების შესაძლებლობა.






