ინოვაციური მიდგომები ნეირომონიტორინგსა და რობოტულ ქირურგიაში – ჩვენი ექიმის ახალი გამოცდილება

რატი რამიშვილმა, ჩვენი კლინიკის ახალგაზრდა და მოტივირებულმა ექიმმა, წარმატებით გაიარა სწავლება-სტაჟირების პროგრამა თურქეთის ორ წამყვან კლინიკაში – იზმირის ეგეს უნივერსიტეტის საავადმყოფოსა და ოზელ საღლიქ ჰოსპიტალში.
სტაჟირების ფარგლებში ჩვენმა ექიმმა შეისწავლა ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის უახლესი მიდგომები, რაც თანამედროვე ქირურგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინტრაოპერაციული პარათირეოიდული ჯირკვლების მონიტორინგის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება და მოწინავე პრაქტიკაა.
გარდა ამისა, რატი რამიშვილმა დრო დაუთმო რობოტული ქირურგიის შესწავლასაც – სფეროს, რომელიც სწრაფად ვითარდება და კლინიკურ პრაქტიკაში ახალ სტანდარტებს ქმნის.
ამ ნაბიჯით, ჩვენი კლინიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მუდმივად ზრუნავს პროფესიულ ზრდასა და თანამედროვე მედიცინის მეთოდების დანერგვაზე.
