ფარისებრი ჯირკვლის უნაწიბურო ქირურგია

ფარისებრი ჯირკვლის უნაწიბურო ქირურგია

ფარისებრი ჯირკვლის უნაწიბურო ქირურგია – TOETVA
ინოვაციური, ეფექტური და ნაკლებინვაზიური მიდგომა თქვენი ჯანმრთელობისთვის

რაარის TOETVA?

ტრანსორალური ენდოსკოპიური თირეოიდექტომია ვესტიბულური მიდგომით (TOETVA) წარმოადგენს ნაკლებინვაზიურ ქირურგიულ ტექნიკას, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მთლიანად ან ნაწილობრივ ამოღებას უზრუნველყოფს. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ეს პროცედურა არ ტოვებს ხილულ ნაწიბურს, რადგან განაკვეთი კეთდება მხოლოდ პირის ღრუს კარიბჭიდან (ტუჩებსა და ღრძილებს შორის).

ვისთვის არის რეკომენდირებული?

TOETVA განსაკუთრებით ეფექტურია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ:

  • კეთილთვისებიანი კვანძები;
  • მცირე ზომის, დაბალი რისკის ავთვისებიანი სიმსივნე.

ოპერაციის ჩატარება ინდივიდუალურად განიხილება, გამომდინარე ფარისებრი ჯირკვლის კვანძების ზომიდან, სიმსივნის გავრცელებიდან და სხვა სამედიცინო ფაქტორებიდან.

პროცედურის უპირატესობები

კოსმეტიკური შედეგი – კისერზე ხილული ნაწიბურების არარსებობა.
სწრაფი გამოჯანმრთელება – პოსტოპერაციული რეაბილიტაციის მსუბუქი პერიოდი.
მინიმალური ზიანი გარშემომყოფი სტრუქტურებისთვის – ნერვების, სისხლძარღვებისა და კუნთების მაქსიმალური დაცვა.
უსაფრთხოება – ოპერაციის დროს ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის გამოყენება ნერვის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

როგორტარდება TOETVA?

  1. ქირურგი აკეთებს მცირე განაკვეთებს პირის ღრუში.
  2. ენდოსკოპისა და სპეციალიზებული ინსტრუმენტების დახმარებით ხორციელდება ფარისებრი ჯირკვლის ეტაპობრივი მობილიზება.
  3. ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სტრუქტურების შენარჩუნების პირობებში.

გასათვალისწინებელი ფაქტორები

  • TOETVA-ს გამოყენება ხდება პაციენტთა დეტალური შეფასების საფუძველზე.
  • ზოგიერთი პათოლოგია შეიძლება წარმოადგენდეს ოპერაციის ჩატარების წინააღმდეგჩვენებას.
  • ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე, ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია ტრადიციული ღია მეთოდის გამოყენება.

ჩვენი გამოცდილება

ლევან რამიშვილი გახლავთ პირველი ქირურგი, რომელმაც 2018 წლიდან საქართველოში TOETVA მეთოდით დაიწყო ოპერირება. ჩვენს გუნდს აქვს საუკეთესო გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა ფარისებრი ჯირკვლის უნაწიბურო ქირურგიაში.

დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის!